საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის სამოქმედო გეგმისა და სერვისების წარდგენა

თსუ 105 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე იგეგმება სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის სამოქმედო გეგმისა და სერვისების წარდგენა.

2021 წლის იანვრიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაიწყო ახალი პროექტი: „ ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ (Establishment of Psychological Counselling Centers at Georgian HEIs for Students - E-PSY, N617980-EPP-1-2020-1-G-EPPK2-CBHE-SP). აღნიშნული პროექტი ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ერაზმუს + პროგრამის Capacity Building in a Field of Higher Education ფარგლებში. ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და მის ფარგლებში არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი მონაწილეობს ამ პროექტში, როგორც კონსორციუმის წევრი.

კონსორციუმის სხვა წევრებია:

  • პოლონეთის ბიგდოშჩის ეკონომიკური უნივერსიტეტი
  • ტრანსილვანიის ბრაშოვის უნივერსიტეტი
  • ბოლონიის კომპანია „სტეპსი“ (STePS)
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნვიერსიტეტი
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებავილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის ცენტრი (თბილისი-კის)
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა, მათი მუშაობის ხელშეწყობა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადება.

2019 წლიდან ფაკულტეტზე არსებობს ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, რომელიც ონლაინ დახმარებას უწევს ფაკულტეტის სტუდენტებს და ხელს უწყობს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მათ კეთილდღეობას, მათი პოტენციალის განვითარებას.

პროექტის განხორციელების შედეგად ფაკულტეტზე არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი კვალიფიციურად მოემსახურება სტუდენტებს სხვა ფაკულტტბიდანაც, გაიზრდება სერვისის მიღების მსურველი სტუდენტების რაოდენობა, ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები გაივლიან ტრენინგს და მომზადდებიან მომავალი ფსიქოლოგიური საკონსულტაციო საქმიანობისთვის, რაც გააძლიერებს ცენტრის მდგრადობას.

თარიღი: 02/02/2023